English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘
ინფორმაცია ახალი წიგნის შესახებ

აშშ-ში გამოვიდა პროფესორ ვლადიმერ პაპავას მორიგი წიგნი: "ევროპელად გახდომასაქართველოს  გამოწვევები  ოცდამეერთე  საუკუნეში".  ეს წიგნი ბოლო 15 წლის განმავლობაში გამოცემული ელექტრონული სტატიების კრებულია. ისინი ეძღვნება პოსტკომუნისტური საქართველოს XXI საუკუნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს. საქართველოსთვის, სსრკ-ს დაშლის შემდეგ და განსაკუთრებით მისი არსებობის ბოლო წლებში, პრიორიტეტი იყო ევროატლანტიკური ორიენტაცია. საქართველოს განვითარების ევროპული გზა არ ყოფილა მარტივი. პოსტკომუნისტურ საქართველოში ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბება დაკავშირებულია მრავალ რთულ ამოცანასთან, რომელთა გადაწყვეტასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნის მომავლისთვის. 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში ხელი მოეწერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებას, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობები გაუხსნა. ამავდროულად, საქართველოს ჯერ კიდევ სჭირდება ბევრი სამუშაოს შესრულება ევროკავშირთან რეალური დაახლოებისთვის და ეს მოითხოვს მრავალი წლის შრომას.

წიგნს  მაღალ შეფასებას აძლევენ მსოფლიოს ცნობილი ეკონომისტები და პოლიტილოგები:

ჯეფრი საქსიკოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი: „ერების და მთლიანად მსოფლიოს ტრაექტორია ყალიბდება გეოგრაფიის, ტექნოლოგიისა და ინსტიტუტების ურთიერთქმედებით. ამ მხრივ, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები განსაკუთრებით თვალსაჩინოა. აღსანიშნავია ამ ქვეყნის გეოგრაფია - ეს არის ნაყოფიერი და ლამაზი რეგიონი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, რომლის ისტორიაში დიდი სახელმწიფოები - რუსები, თურქები, ევროპელები, ირანელები, ამერიკელებიდა ახლა ჩინელებიც - მონაწილეობდნენ, ვაჭრობდნენ და ხშირად იბრძოდნენ. ამ რთულ ვითარებაში პოსტსაბჭოთა საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს თავისი ინსტიტუციური კურსი და მოერგოს ენერგიის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სწრაფად ცვალებად ტექნოლოგიებს. პროფესორი ვლადიმერ პაპავა ამ მასობრივი გამოწვევების ერთ-ერთი წამყვანი ინტერპრეტატორია საქართველოში.  წიგნი არის ნაკრები ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში დაწერილი მოკლე ნარკვევებისა, რომელიც გთავაზობს მნიშვნელოვან შეხედულებებს 1991 წლის შემდგომი ბრძოლების შესახებ ეროვნული დამოუკიდებლობის, ეკონომიკური განვითარების, პოლიტიკური რეფორმებისა და გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისათვის გაურკვევლობით სავსე ეპოქაში.“

ფრედერიკ სტარივაშინგტონის და სტოკჰოლმის ცენტრალური აზიის და კავკასიის ერთობლივი ინსტიტუტის დირექტორი: „1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს რესპუბლიკამ დაიწყო აქტიური მოძრაობა მისი, როგორც  ევროპის ყველაზე აღმოსავლეთ ნაწილის მნიშვნელოვანი როლის დადასტურებისაკენ. კულტურის, ღირებულებების და მენტალიტეტის სფეროში მან საოცრად კარგი შედეგები დადო. თუმცა ეკონომიკაში, პოლიტიკასა და გეოპოლიტიკაში გზა ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა. ამ ნარკვევებში ვლადიმერ პაპავა, როგორც ექსპერტი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, იყენებს თავის გამოცდილებას ამ გამოწვევების შესასწავლად, სამომავლო შესაძლებლობების დასადგენად და შესაფასებლად. მისი შეფასება ყველაზე ფხიზელ რეალიზმთან ერთად ძალზე ფრთხილ ოპტიმიზმს აერთიანებს. ყველამ, ვისაც სურს ამ გმირული ქვეყნისთვის სიკეთე, უნდა წაიკითხოს „როგორ გახდე ევროპელი.“

ანდერს ასლუნდი - ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი: ”ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და პროფესორი ვლადიმერ პაპავა გვთავაზობს გარდამავალი პერიოდის საქართველოზე დაწერილი ესეების კრებულს იმ ქვეყანაზე, რომელიც ოცნებობს ევროპაზე - რუსეთის მხრიდან არალიბერალური ზეწოლის პირობებში. თუმცა ყველაზე პრობლემური მაინც მისი საშინაო პოლიტიკური რეალობაა. ეს ძალზე საინტერესოდ საკითხავი ესეები გვეუბნება, თუ რამდენად რთულია ასეთ გარემოში  ყოფნა და მისი გამოსწორება.“

კეის კრეინი -აშშ-ს მეცნიერების და ტექნოლოგიების პოლიტიკის ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი: „ეს წიგნი არის ძალზე სრულყოფილი და ღრმაშინაარსიანი ნაშრომი, რომელიც დაწერილია საბჭოთა საქართველოს გადასვლის შესახებ დამოუკიდებელი ქვეყნის საბაზრო ეკონომიკაზე. ესეების ეს კრებული აღწერს ეკონომიკის, პოლიტიკისა და საგარეო პოლიტიკის განვითარებას საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში, განსაკუთრებით რუსეთში. ნაშრომი ასახავს იმ პრობლემებს, რომლებიც თან ახლავს ამ გადასვლას ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. ავტორი, პროფესორი ვლადიმერ პაპავა, გვთავაზობს იმ გზების ღრმა ანალიზს, რომლითაც წარიმართება ქართული პოლიტიკა. ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილებები, რომლებიც, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, ხშირად ფარავს საქართველოს მთავრობის საქმიანობაში  და ეკონომიკის სტრუქტურაში ცვლილებების არარსებობას. ესეები ასევე ხაზს უსვამენ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მნიშვნელობას საქართველოს მხარდაჭერასა და ცვლილებების წახალისებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია კრებულის ისტორიული ხასიათი; მკითხველისთვის კარგად გასაგებია, თუ როგორ აანალიზებს ავტორი მოვლენებს საქართველოს უახლესი ისტორიის მთავარ გზაჯვარედინებზე.. ეს წიგნი რეკომენდებულია იმ პირებისთვის, ვინც დაინტერესებულია ტრანსფორმაციის პრობლემებით, განსაკუთრებით კავკასიისა და შუა აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.“

პოლ გობლი - აშშ-ს მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის პროფესორი: ”ამ საუკუნეში არცერთ ქვეყანას არ ჰქონია იმაზე უფრო რთული გეოპოლიტიკური ბედი, ვიდრე საქართველოს რესპუბლიკას, და არცერთ ანალიტიკოსს არ მოუცია ვლადიმერ პაპავაზე უფრო მეტი ინფორმაცია იმ რთული და წინააღმდეგობებით აღსავასე გზის შესახებ, რომელიც  გაიარა თბილისმა. ესეების ეს ახალი კრებული, რომელიც მან დაწერა ბოლო 15 წლის განმავლობაში, ამყარებს ნაშრომის, როგორც საქართველოსა და მისი მსოფლიოსთან ურთიერთობების შესახებ შეუცვლელი სახელმძღვანელოს რეპუტაციას.”

პოლ ჰეა - ედინბურგში ჰერიოტ-ვათ უნივერისტეტის ემერიტუს პროფესორი: ”პროფესორმა  პაპავამ შექმნა ესსეების საინტერესო და სასარგებლო კრებული საქართველოში ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების შესახებ. ამბავი იწყება 2003 წლის ვარდების რევოლუციით, რომელიც გრძელდება  რუსეთის საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლის შეჭრით და რუსეთის "ლიბერალური" იმპერიის აღწერით. შემდეგ განიხილავს ფინანსურ კრიზისს და მოძრაობას ევროკავშირისკენ; გვაძლევს ინფორმაციას ალტერნატიული ეკონომიკური მოდელების, სხვადასხვა პოლიტიკური შეცდომების და მოსაზრებების შესახებ - თუ როგორ უნდა მართოს ქვეყანამ ეკონომიკა უკეთესად. კრებული მთავრდება ბოლოდროინდელი მოსაზრებებით ჩვენს უახლეს პრობლემაზე, COVID-19 პანდემიაზე. საერთო ჯამში, კარგი კრებულია საქართველოს ეკონომიკის გაცნობის თვალსაზრისით  და ის ნამდვილად იმსახურებს მკითხველთა ფართო წრის მიერ  წაკითხვას. ”

სტივენ ჯონსი - მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორი: „ვლადიმერ პაპავამ შეადგინა სტატიების ელექტრული კრებული, რომელიც მიმოიხილავს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ბრძოლას დემოკრატიული და ეკონომიკური მოდერნიზაციისთვის. პაპავა ერთ-ერთი საუკეთესო და კრიტიკული აზროვნების ეკონომისტია საქართველოში. ამ კრებულში იგი გვაწვდის ფართო მასშტაბის ანალიზს 2000 წლიდან მოყოლებული საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და საგარეო პოლიტიკის შესახებ. იგი გულახდილად წერს ვარდების რევოლუციის შედეგებსა და ჩრდილოვანი პოლიტიკის ზრდის შესახებ  ბიძინა ივანიშვილის დროს. პაპავა იკვლევს საქართველოს ურთიერთობებს რუსეთთან, ჩინეთთან და ევროკავშირთან, ასევე  რეგიონის ენერგეტიკულ პოლიტიკას. პაპავას მიერ ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების შეფასება და პოტენციური მოდელებისა და სცენარების განხილვა გვახსენებს, თუ რატომ სჭირდება საქართველოს ადგილობრივი ეკონომისტები და სპეციალისტები, რომლებსაც ამომწურავი ცოდნა გააჩნიათ ქვეყნის დამოუკიდებელი და კრიტიკული პერსპექტივის შესახებ“.

ნეილ მაკფარლეინი  - ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი:
”მოკლე სტატიების ეს კომპილაცია, რომელიც დაწერილია საქართველოს პოსტ-სსრკ-ს დამოუკიდებლობის მნიშვნელოვან პერიოდში, გთავაზობს ისტორიულ ექსკურსს იმ გამოწვევების შესახებ რომლებსაც შეეჯახა საქართველო ეკონომიკურ პოლიტიკაში, პოლიტიკაში და საერთაშორისო ურთიერთობებში. წიგნი გთავაზობს  მნიშვნელოვან ხედვას საქართველოს ევოლუციის, რუსეთიდან მომდინარე გამოწვევებისა და დასავლეთის ამბივალენტურობის შესახებ. იგი აერთიანებს მილსადენის პოლიტიკას ეკონომიკური რეგიონალიზმის და აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობების რეგიონულ პერსპექტივების განვითარების კუთხით. ნამდვილად გირჩევთ ამ კრებულის წაკითხვას.”

- თომას საიმონსი - ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი:  ”2006 წლიდან დაწყებული, ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში ონლაინ კომენტარების ეს კრებული არასპეციალისტ მკითხველს აწვდის დეტალურ ინფორმაციას საქართველოს  - კავკასიის ამ მცირე ქვეყნის გასაჭირისა და იმედების შესახებ. გამორჩეული ეკონომისტი/მეცნიერი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ვ. პაპავა  გვთავაზობს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზს სააკაშვილისა და მისი ქართული ოცნების მემკვიდრეების პერიოდში; აღწერს პუტინის მმართველობის ქვეშ მყოფი რუსეთის მტაცებლურ პოლიტიკას  მისი სამხრეთ საზღვრების გასწვრივ. გვაგრძნობინებს მსოფლიო გზაჯვარედინებზე ყოველდღიური რეალობების სურნელს.“

ბენ სლეი - გაეროს განვითარების პროგრამის უფროსი ეკონომისტი:  "ვლადიმერ პაპავას „გახდე ევროპელი: გამოწვევები საქართველოსთვის ოცდამეერთე საუკუნეში" არის მოგზაურობა მინიმუმ ოთხ განზომილებაში. პირველ რიგში, იგი გვთავაზობს დამაჯერებელ ანალიზს საქართველოს ეკონომიკის, პოლიტიკური ეკონომიკისა და საგარეო ურთიერთობების შესახებ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. მეორე, ეს არის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ხედვების წიგნი რეალურ სამყაროში არსებულ პოლიტიკურ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას განვითარებადი ქვეყანა,  რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს და ახასიათებს სწრაფვა ევროპისაკენ. მესამე, ეს არის ექსპერტის მიერ ჩატარებული კვლევა  საბჭოთა ტიპის სოციალიზმიდან საბაზრო კაპიტალიზმზე გადასვლის შესახებ - ყველა იმ გამოწვევით და კომპრომისით, რაც ასეთ გადასვლას აუცილებლად  თან ახლავს. დაბოლოს, ეს არის საქართველოს წარსულისა და აწმყოს რუქის განჭვრეტის მცდელობა 21-ე საუკუნის ეკონომიკური გამოწვევების ფონზე. ეს წიგნი უნდა წაიკითხოს ყველამ, ვისაც სურს ფართოდ და ღრმად გააცნობიეროს  საქართველოს განვითარების დინამიკა და პერსეპქტივები.”

წიგნის ნახვა და შეძენა შესაძლებელია ამაზონის პლატფორმაზე:

https://www.amazon.com/gp/product/1663207623?ref=em_1p_0_im&ref_=pe_2313400_565753830